Monday, December 17, 2012

1. პროექტის სახელწოდება: 'ინგლისელი მწერლები'
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): " ოსკარ ვაილდის შემოქმედება.'
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ორიგინალში წაიკითხავენ და გაეცნობიან ინგლისელი მწერლის შემოქმედებას. გააკეთებენ წაკითხულის გაანალიზებას. პარალელს გაავლებენ თანამედროვე ენასა და ძველი დროის სამეტყველო კლიშეებს შორის. მოიიებენ, შეკრებენ და ელექტრონულად წარმოადგენენ მოპოვებულ ინფორმაციას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები აითვისებენ მასალის მოძიებისა და საჭირო ინფორმაციის ამორჩევას. წაკითხული ნაწარმოების ანალიზს. დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებენ თავიანთ აზრს წაკითხულის შესახებ და გაუზიარებენ თანატოლებს. მათ განუვითარდებათ ინფორმაციის გააზრებისა და ანალიზის უნარი; აგრეთვე მოსმენისა და მსჯელობის უნარი.
5. მონაწილეთა ასკი:  პროექტი გათვლილია მე-10; მე-11 კლასელებისათვის.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირის ვადაში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტომასალა, წაკითხული ნაწარმოების შინაარსი და ანალიზი, კინო და ვიდეომასალა კინოფილმებიდან თუ ასეთი აღმოჩნდება. შეგროვილი მასალა განთავსდება ჩემს ბლოგზე.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები; ინფორმაციული საშუალებები,წიგნები, ინტერნეტი, აუდიო-ვიდეო მასალა;
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):  ა) მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა არჩეული ნაწარმოებების მიხედვით; 2) კონკრეტული წყაროების დასახელება და მითითება,თუ სად და როგორ მოიძიონ ისინი; 3) ჯგუფებში ლიდერების გამოყოფა და მათი პასუხისმგებლობის განსაზღვრა; 4) ჯგუფში ფუნქციების გადასანაწილებლად ; 5)აქტივობების განხორციელება,პროდუქტის წარდგენა ჯგუფებში და მომზადება; 6)პროდუქტის პრეზენტაცია; პროექტის შემაჯამებელი შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
11. პროექტის ხელმძღვანელი; ნატალია ფილიშვილი;
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა; pilishvilin@gmail.com
13. პროექტის წებ გვერდი; nataliapilishvili.blogspot.com.

1 comment: